გიორგი გახარია – „ფორბსი“​ აქცენტს აკეთებს საქართველოს წარმატებაზე, რომელიც უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაში გამოიხატება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს შესახებ ჟურნალ „ფორბსის“ სტატიას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, გამოცემა ახალ ნომერში აქცენტს აკეთებს საქართველოს წარმატებაზე.

„ჟურნალი „ფორბსი“​ ახალ ნომერში აქცენტს აკეთებს საქართველოს წარმატებაზე, რომელიც უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებაში და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაში გამოიხატება“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით, პანდემიის მიუხედავად, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომა საქართველოში გაიმართა. როგორც ავტორი წერს, შავიზღვისპირეთში, კავკასიის ქედებს შორის მოქცეულმა საქართველომ ახლახან, 15-17 სექტემბერს, უმასპინძლა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციას, რომელიც ჩატარდა COVID-19-თან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით. ეს გახლდათ ორგანიზაციის პირველი არავირტუალური ღონისძიება პანდემიის პირობებში. ორი კვირის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეას სესია პირველად გაიმართა ვირტუალურ რეჟიმში. შესაბამისად, საქართველოს შერჩევა არა ვირტუალური, პირისპირ შეხვედრის ჩასატარებლად ორი მიზეზითაა საინტერესო.

Facebook Comments
%d bloggers like this: