გურჯაანში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

კახეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Covid-19 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოსწავლეებს დაუდასტურდათ. ისინი ინფიცირებული მეცხრეკლასელის კონტაქტები არიან.

სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დილიდან მუშაობს. ველისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ოფიციალურად არ შეწყვეტილა, თუმცა მშობლებმა მოსწავლეების სკოლაში გაშვებაზე უარი თავად თქვეს

შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებში, ეპიდემიოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ გაირკვევა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 10752 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 5866 და გარდაცვლილია 72 პაციენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: