ინფექციონისტი: მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალურად მეტი ჯგუფების ვაქცინაცია

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ გრიპის ვაქცინა COVID-19-ით გამოწვეული გართულებების რისკს ამცირებს. 

ამის შესახებ ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს.  

“ბრაზილიაში ჩატარდა კვლევა 92 664 კოვიდის მქონე პაციენტზე, რომლის მიზანი იყო კოვიდის გართულებების შედარება გრიპზე აცრილ და აუცრელ ადამიანებს შორის. (როგორც ვიცით, სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში გრიპზე ვაქცინაცია მიმდინარეობს რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში). წელს გრიპზე ვაქცინაციის კამპანია ბრაზილიაში დაიწყეს 2020 წლის მარტიდან.

კვლევამ აჩვენა, რომ გრიპზე ვაქცინირებულ კოვიდის მქონე პაციენტებში 8%-ით ნაკლები იყო იმის რისკი, რომ დასჭირვებოდათ ინტენსიური თერაპია, 18%-ით ნაკლები იყო შანსი, რომ გადაყვანილი ყოფილიყვნენ მართვით სუნთქვაზე და 17%-ით ნაკლები იყო ლეტალური გამოსავალი.

ამიტომ მოსახლეობის მაქსიმალურად მეტი ჯგუფების გრიპზე ვაქცინაცია კოვიდის გართულებების რისკის შესამცირებლადაც მნიშვნელოვანია,” – წერს მაია ბუწაშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: