ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმის პოლიტიზება მიუთითებს, რომ შესაძლოა, ამ საქმის უკან იმაზე მეტი იმალება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდეს

„დავით გარეჯის საქმის პოლიტიზება მიუთითებს, რომ შესაძლოა, ამ საქმის უკან იმაზე მეტი იმალებოდეს, ვიდრე ჩანს“, – „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაული „დაბალ დონეზე ვერ იქნება ჩადენილი“.

რა მოტივი შეიძლება ჰქონდეთ ამ საქმეზე დაკავებულებს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლებელია, მიზეზი ანგარება იყოს.

„ეს საეჭვო პოლიტიზება ამ საქმის, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც ჩანს იმაზე მეტი იმალება, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. რა მოტივი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც შემოხაზა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რამაც რუსეთს ფედერაციას გაუადვილა ოკუპაცია და ბორდერიზაცია, რომელიც დღემდე წარიმართება, რა მოტივაციაც ჰქონდათ, ალბათ, იგივე მოტივაცია აქვთ ახლაც. ეს არის გამოვლინება იმის, რომ არ უყვარდათ საკუთარი ქვეყანა, სხვა მოტივაციას ვერ ვხედავ და შესაძლოა, მხედველობაში მივიღოთ ანგარების მოტივი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის შესაბამისი შეკითვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ლოგიკურია ექსპერტების ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები არ ალაპარაკდნენ.

„ეს ეჭვი, ბუნებრივია, ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი სავარაუდო დანაშაული დაბალ დონეზე ვერ იქნება ჩადენილი, ამიტომ ამ ეჭვს თავისი საფუძველი აქვს, თუმცა ეს არის ეჭვი და ჩვენთვის მთავარია, დაველოდოთ სამართალდამცველებს. ჩვენთვის მთავარია ამ საკითხის მოგვარება ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: