ისლანდიამ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატზე „სიკვდილის ჯგუფი“ აარიდა

ევრო 2020-ის პლეი ოფში ისლანდიამ რუმინეთი 2:1 დაამარცხა და ერთა ლიგის უეფა-ს B ჯგუფის ფინალში უნგრეთს შეხვდება.

ეს არის მშვენიერი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ჯგუფში თუ გაიმარჯვებს, ევროპის ჩემპიონატზე ერთ ჯგუფში მოხვდება ჰოლანდიასთან, უკრაინასა და ავსტრიასთან.

ეს მატჩი რუმინეთს რომ მოეგო, მაშინ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ნაცვლად დაიკავებდა ჯგუფში ადგილს, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი, ხოლო მოგების შემთხვევაში ვლადიმირ ვაისის გუნდი მოხვდებოდა „სიკვდილის ჯგუფში“, სადაც არიან პორტუგალია, გერმანია და საფრანგეთი – ახლა იქ უნგრეთი-ისლანდიის დუელში გამარჯვებული გადავა.

საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. საამისოდ საჭიროა თბილისში სძლიოს ჩრდილოეთ მაკედონიას 12 ნოემბერს „დინამო-არენაზე“ დანიშნულ მატჩში. თუ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა, ითამაშებს ჯგუფში, რომლის მატჩებიც გაიმართება ამსტერდამსა და ბუქარესტში, მეტოქეები კი იქნებიან ჰოლანდია, ავსტრია და უკრაინა.

Facebook Comments
%d bloggers like this: