იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. გასაუბრებას 12 კანდიდატი გაივლის.მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მომდევნო ეტაპზე 68 კანდიდატი გადავიდა.

კონკურსი პირველ და მეორე ინსტანციებში არსწბულ 99 ვაკანტურ თანამდებობაზე მიმდინარეობს. ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ცხრა ვაკანსიაზე განცხადებების მიღება ელექტრონული ფორმით დღეიდან დაიწყო და 29 იქტომბრის ჩათვლით მიიღება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების მიზეზი პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლის თანახმადაც ახლებურად დარეგულირდა შერჩევის წესი. ახალი ცვლილებების თანახმად მიმდინარე საკონკურსო პროცედურების ფარგლებში პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები გაწვეულებად ჩაითვალნენ.

დღევანდელი გასაუბრების 12 კანდიდატის სია

1.ბარამიძე ია

2.ბარდაველიძე ლევან

3.დუგლაძე ქეთევან

4.ბერეკაშვილი ქეთევან

5.ზვიადაძე გიორგი

6.ბუხრაშვილი გიორგი

7.ვარდანიძე გვანცა

8.ეპიტაშვილი თეონა

9.გოგალაძე ირმა

10.გოგატიშვილი დიანა

11.გოგატიშვილი ნინო

12.გოგოლაძე ირინა

Facebook Comments
%d bloggers like this: