კორონავირუსით გარდაცვლილ ექვსივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

Nusagi

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ ექვსივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„ერთი გახლავთ გორში, 58 წლის ქალბატონი თანმხლები დაავადებებით, მეორეა ბათუმში, 68 წლის პაციენტი, იქაც იყო თანმხლები დაავადებები, ქობულეთში ორია, 55 და 61 წლის პაციენტები და ქუთაისში 81 ქლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები. მიღებული ღონისძიებების მიუხედავდ, მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 313 ადამიანი. ინფიცირების დადასტურების შემთხვევათა რაოდენობა საერთო ჯამში 10752-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 5866-ს შეადგენს. გარდაცვლილია 72 კოვიდინფიცირებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: