სამხრეთ კორეის ქალაქ ულსანში ცათამბჯენს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავდა ასობით ადამიანი

სამხრეთ კორეის ქალაქ ულსანში ცათამბჯენს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავებულია ასობით ადამიანი.

„ბიბისის“ ცნობით, 33-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძრის ჩაქრობას 13 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 80-ზე მეტი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი გვიან საღამოს მე-8 და მე-12 სართულებს შორის გაჩნდა და სწრაფად მოედო მთელ შენობას. ცათამბჯენიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: