საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 4886 აქტიური შემთხვევაა, პაციენტების უმრავლესობა საავადმყოფოებსა და სპეციალურად განკუთვნილ  სივრცეებში მკურნალობს,მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები კი, ბინაზე არიან დატოვებული,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კრიტიკულად მძიმეა 66 პაციენტი. მათგან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი 1 კი, სამხრეთ ოსეთიდან. 

„აჭარაში შემცირდა რაოდენობა- 36 პროცენტია, რაც უტოლდება 190 პაციენტს, მაგრამ სამწუხაროდ, მოიმატა თბილისში- 179 შემთხვევაა. იმერეთში-91. მოიმატა ქვემო ქართლში- 28 . კახეთში- 11. მცხეთა მთიანეთში- 3. საერთო რაოდენობა გარდაცვლილების  არის 72. გუშინ 6 პაცინეტი გარდაიცვალა. გორში 59 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, ბათუმში- 68 წლის პაციენტი, ქობულეთში- 55 და 61 წლის ქალები, ქუთაისში კი, 81 წლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა ორმხრივი მძიმე პნევმონია და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  

Facebook Comments
%d bloggers like this: