სიღნაღის მუნიციპალიტეტში გადაადგილება შეიზღუდა

დღეიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში გადაადგილება იზღუდება.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს 65 წლის მამაკაცსა და 60 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

ინფიცირებულ ცოლ-ქმარს სოფელში ბევრ ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი, რის გამოც ეპიდემიოლოგებმა შეზღუდვების ამოქმედება გადაწყვიტეს.

სოფლის საჯარო სკოლაში, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

კოვიდინფიცირებული ცოლ-ქმარი თბილისში, კოვიდკლინიკაში არიან გადაყვანილი.

სოფელ ერისიმედში ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, ხოლო იმ პირებს, ვისაც სიმპტომები გამოუვლინდებათ, ტესტებს გაუკეთებენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: