სოზარ სუბარი: ეს ღალატი ვერ იქნებოდა 2 ექსპერტის დონეზე და ეს დაადასტურა იმ რეაქციებმა, რაც ჰქონდა ყოფილი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს

ეს ღალატი ვერ იქნებოდა 2 ექსპერტის დონეზე და რომ არ იყო, ეს დაადასტურა იმ რეაქციებმა, რაც ჰქონდა ყოფილი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფს, ყველანი ერთსა და იმავე განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ იგივე პოზიცია ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს, რომელიც მაშინ იყო პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე კი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომლების გარეშე ეს ყველაფერი არ ჩაივლიდა, – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილი რიცხვებში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ამ ამბის დაკავშირება სცადეს ყარაბაღის ომთან, რაც აბსოლუტურად გაუგონარი დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

„მაშინ როდესაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა, არავინ არ ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო. იქ მას გადაეცა საბუთები და ითქვა, რომ ეს არის საბუთები, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, გაძლევთ თქვენ, მეგობარ ქვეყანას და ამ საბუთებზე დაყრდნობით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, აგერ კომისიაა და ამ კომისიის ფარგლებში მისხალ-მისხალ გავზომოთ ყველაფერი და როგორც მეგობრულ სახელმწიფოებს შეეფერებათ, ისე გავავლოთ საზღვარი“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: