ქვემო ყარაბულახში კახა ოქრიაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქვემო ყარაბულახში კახა ოქრიაშვილის შეხვედრაზე ამომრჩეველთან, მისმა მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს და იმედის ოპერატორის მიმართ აგრესია გამოხატეს.

„ქრონიკის“ კორესპონდენტსა და ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავად, ნაციონალური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმაც, რომელმაც იმედის გადამღებ ჯგუფს, პროვოკატორები უწოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: