ყველაფერს გადავიტან, მაგრამ ამას ვერა- შეიძლება გული გამისკდეს-გრიგოლია კომისიის წევრების დაკავებას აპროტესტებს

ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, რომელსაც უამრავი არჩევნები აქვს გაშუქებული, ყველაზე გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ეს წინაასაარჩევნოდ შემოტანილი თემა,-ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ ძალიან დარდობს საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბედზე. 

„არცერთი პარტია არ მაინტერესებს და ვინ რა პარტიას რა განცხადებას დაუპირისპირებს, მაგრამ ძაან დიდი ბოდიში რა, ოცნების მეხოტბეებს მივმართავ, ვერავის ვერ დაგვაკომპლექსებთ, რომ ამ ადამიანების თემა და დავით გარეჯის აგორების თემა გავაპროტესტოთ. როგორი იარლიყებიც არ უნდა მოგვაკრათ, თქვენს გულში ჩაიხედეთ, ეს ჩვენს სამშობლოს სჭირდება, თუ ავნებს.

არ ვიცი, უბრალოდ, არ მესმის, დღეს ამ საკითხზე დავა და წინა პლანზე წამოწევა რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ამ ადამიანების ბედს ძალიან ვდარდობ. დღეს სასამართლო პროცესზე სხედან მხცოვანი ადამიანები, რომელბსაც სამშობლოს, მიწის გაყიდვას ედავებიან“,-აცხადებს ინგა გრიგოლია.

მისივე თქმით, ამ ადამიანებზე დარდით, შეიძლება, გული გაუსკდეს.

„ხალხო, ყველაფერს გადავიტან ალბათ, ჩემი ერთი ადამიანის მოსაზრებას გეუბნებით, მაგრამ შეიძლება გული გამისკდეს. ეს არ არის რაღაცა ძაან ჰიპერბოლიზაცია ჩემი მხრიდან, რადგან, მე მგონი, ასეთი მძიმე ბრალდება არ არსებობს, თან ასეთი ასაკოვანი ადამიანებისთვის“,-განაცხადა მან გადაცემაში „რეაქცია“. 

Facebook Comments
%d bloggers like this: