დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე დებატები გაუქმდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე დებატები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დებატების ორგანიზატორმა – საპრეზიდენტო დებატების კომისიამ  მიიღო.

დებატები 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. ტრამპის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გადაწყდა, რომ დებატები ვირტუალურ რეჟიმში გაიმართებოდა, თუმცა Fox-თან ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა ასეთ ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

ახლა საპრეზიდენტო დებატების კომისია დაიწყებს მომზადებას ფინალური დებატებისთვის, რომლებიც ნეშვილში 22 ოქტომბერსაა დანიშნული.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.

Facebook Comments
%d bloggers like this: