ინტერვიუ ამერიკელ პოლიციელთან: დღეს ნიუ-იორკში ბოროტმოქმედს მეტი უფლებები აქვს, ვიდრე სამართალდამცველს

მოძრაობა Black Lives Matter -ის მიერ ორგანიზებულმა პროტესტებმა აშშ-ში არა მხოლოდ ფერადკანიანებისა და აქტივისტების ცხოვრება შეცვალა, არამედ პოლიციელებისაც.

ნიუ-იორკში ზაფხულში ჩატარდა რეფორმა, რომლის შედეგადაც, შეამცირეს პოლიციელების რიცხვი და სამართალდამცველებს ეჭვმიტანილის დაკავებისას მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესეს. ამის ფონზე მეგაპოლისში მკვეთრად გაიზარდა დანაშაული. პოლიციელები კი, სამსახურს ტოვებენ. 

ნიუ-იორკის მოქმედი პოლიციელი, დიმაშ ნიაზოვი, რომელიც ოჯახთან ერთად უზბეკეთიდან აშშ-ში 2004 წელს გადავიდა საცხოვრებლად, RTVI- სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს ნიუ-იორკში ბოროტმოქმედს გაცილებით მეტი უფლებები აქვს, ვიდრე სამართალდამცველს.

მისი თქმით, ნიუ იორკის დემოკრატი მერის, ბილ დე ბლაზიოს ინიციატივით, გირაოს სისტემა იმდენად გამარტივდა, რომ უმძიმესი დანაშაულისთვის დაკავებულები რამდენიმე დღეში კვლავ ქუჩაში ბრუნდებიან და იგივე დანაშაულს სჩადიან.

„ცოტა ხნის წინ დავაკავეთ ადამიანი, რომელსაც რამდენიმე ბანკის გატეხვა ედებოდა ბრალად, თუმცა მეორე დღესვე გამოვიდა და ქალი მოკლა. ბიუჯეტის შემცირებამ გამოიწვია პოლიციელების რაოდენობის დეფიციტი. სამართალდამცველები ფიზიკურად ვეღარ აუდიან გამოძახებებზე მისვლას. 911-ზე უამრავი ზარი შედის და პოლიციელები კი, უბრალოდ, არ არიან საკმარისი. დღეს ადამიანები იარაღდებიან ბეისბოლის ჯოხებით და სხვა დამცავი საშუალებებით, რადგან იციან, რომ თავად უნდა დაიცვან საკუთარი თავი, ქონება და ოჯახი. და ეს მუშაობს“,-ამბობს პოლიციელი.

მისი თქმით, დღეს ნიუ-იორკში 36 000 პოლიციელია, თუმცა მათი 60% ადმინისტრაციაში მუშაობს, ოფისებში საბუთებთან დაკავშირებულ სამუშაოს ასრულებს და მხოლოდ 40 % პატრულირებს ქუჩაში.

„ყოველდღე ხდება პოლიციელებზე თავდასხმა, არეულობა, ძარცვა, წვავენ მაღაზიებს, ეს ყველაფერი საფრთხეს შეიცავს არა მხოლოდ პოლიციელებისთვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც. ამიტომ ბევრი მიდის სამსახურიდან, ნიუ-იორკის მცხოვრებლებიც გადადიან საცხოვრებლად სხვა ქალაქებში. ვინაიდან რუსული კარგად ვიცი, ხშირად მირეკავენ რუსულენოვანი ემიგრანტები და მთხოვენ დახმარებას. ვერ ვიტყოდი, რომ მათ, ვინც ვრჩებით, რამის გვეშინია, უბრალოდ, ვცდილობთ ბევრად ფრთხილები ვიყოთ. საქმეს ისიც ართულებს, რომ დამნაშავის დაკავებისას, არ გვაქვს უფლება, შევეხოთ მუხლით, ან იდაყვით, თუ შემთხვევით მომიხვდა, შეუძლიათ დამაკავონ და გამასამართლონ. დღეს ნიუ-იორკში პოლიციელს უყურებენ როგორც მტერს და არა როგორც გმირს“,-აცხადებს დიმაშ ნიაზოვი.

მისი თქმით, არეულობის პირველმა მძლავრმა ტალღამ გადაიარა, თუმცა ნოემბერში კვლავ დაიწყება.

„მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს. არჩევნების შემდეგ აქციების და მასთან დაკავშირებულ არეულობებს ველოდებით, ამიტომ, ყველა უნდა იყოს მზად, რომ თუ საჭირო გახდა, დაიცვას საკუთარი თავი და ახლობლები. ასევე საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე“,-აცხადებს დიმაში. 

მისი თქმით, ამ ყველაფერში ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლაზიოა დამნაშავე.

„ ამის თქმის არ მეშინია, რადგან ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა“,-აცხადებს პოლიციელი.

Facebook Comments
%d bloggers like this: