პროკურატურის ინფორმაციით, დავით გარეჯის საქმეში დანაშაულის მოტივი გამოძიებას უკვე მოკვლეული აქვს

Nusagi

ახალი გარემოებები იკვეთება დავით გარეჯთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. პროკურატურის ცნობით, კომისიის ორი ყოფილი წევრის მიზანმიმართულმა ქმედებებმა საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე შექმნა.

ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებაზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

პროკურატურა აქცენტს კვლავ უმძიმეს დანაშაულზე აკეთებს. უწყება „ქრონიკასთან“ პირველად ამბობს, რომ დანაშაულის მოტივი გამოძიებას უკვე მოკვლეული აქვს, თუმცა გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ამ საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებს.

„საზღვრის ხაზი ივერი მელაშვილმა გადაატარა პირდაპირ მწვერვალზე, როდესაც მისგან მრავალი ასეული მეტრის დაშორებით სამხრეთით გადიოდა საზღვარი. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, ამას დიდი კარტოგრაფიული ცოდნა არ სჭირდება. ნებისმიერმა ობიექტურმა ადამიანმა ნახოს რუკები და თავად დარწმუნდება. ბატონი მელაშვილი ამტკიცებს, რომ დავით გარეჯის ძეგლები ექცევა აზერბაიჯანში და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს არის სიცრუე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, წლების მანძილზე, რასაც ეს ადამიანი ეწეოდა. რელობა არის სხვა. დავით გარეჯის ძეგლები არის საქართველოში“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

imedinews

Facebook Comments
%d bloggers like this: