ყირგიზეთში ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს

ყირგიზეთში სპეცდანიშნულების წარმომადგენლებმა ბიშკეკში მასობრივი არეულობის მოწყობის საქმის ფარგლებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ადასტურებენ. ატამბაევი დაკავებულია, ამ დროისთვის განიხილება საკითხი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე“, – განაცხადეს შტაბში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში კომენდანტის საათი ამოქმედდება, რომელიც ადგილობრივი დროით 21:00-დან დილის 05:00 საათამდე გასტანს. იკრძალება შეკრებები, მიტინგები, ქუჩის მსვლელობებუ, დემონსტრაციები და პიკეტირებები. გარდა ამისა, აიკრძალა სპროტული და სხვა მასობრივი სანახაობების მოწყობა.

ექსპრეზიდენტი 6 ოქტომბერს დემონსტრანტებმა ციხიდან გამოიყვანეს, სადაც ის სასჯელს იხდიდა კრიმინალურ ავტორიტეტთან კავშირის გამო. მას ასევე ბრალი ედება 2019 წელს სამართალდამცველებსა და მის მომხრეებს შორის შეტაკებაში, რა დროსაც ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: