გარეჯზე ძალიან გაიჭედნენ და გიული ალასანიას დაქალი ჩართეს საქმეში, როგორც ისტორიკოსი

Nusagi

გარეჯზე ძალიან გაეჭედნენ,, დეპოში არიან! და დაძრეს მძიმე არტილერია, თურქოლოგი გიული ალასანია და გამოიყვანეს ტვ–ში გიული ალასანიას დაქალი, ,შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი მანანაც . ოღონდ ტიტრებში დაწერეს მხოლოდ „ისტორიკოსიო“,- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი მარინა შენგელია ტელეკომპანია „მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელშიც მანანა სანაძემ დავით გარეჯზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანის ტერიტორიის მითვისებას ცდილობს.

მარინა შენგელიას თქმით, სიუჟეტში ისტორიკოსი ქალბატონის სამუშაო ადგილი განგებ არ დასახელდა, რადგან მაყურებელი ვერ მიხვედრილიყო, რომ ის ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ახლობელია.

„აბა შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი რომ დაეწერათ, ხომ მიხვდებოდა ხალხი, რომ გიულის ანარეეკლიაოო! ხო და გიულის მანანამ სთქვა, რომ: საერთაშორისო ასპარეზზე შევრცხვებითო, როგორ შეიძლება აზერბაიჯანს რომ მის კუთვნილ ტერიტორიას ვედავებითო, აი ასე ,,პირდაპირ დააბრეხვა,, აბა ნიკოლოზ რურუას და ნინო კალანდაძეს ხომ არ ჩამორჩებოდა “ისტორიკოსი” ქალბატონი“,-წერს მარინა შენგელია.

ცნობისთვის, მანანა სანაძემ გადაცემაში განაცხადა: „გაგიგიათ თქვემ ერთმა ქვეყანამ მეორეს ტერიტორია წაართვას სასულიერო პირებისა და მრევლის მსვლელობით? ჩვენ მხოლოდ გავიფუჭებთ ურთიერთობას მეზობელ ქვეყანასთან. მსოფლიო თანამეგობრობის თვალში, ის იქნება სწორი, იმიტომ რომ ჩვენ ვედავებით მას მის აღირებულ საზღვრებს“.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: