ილია თოფურიამ UFC-ს პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა

23 წლის ქართველი მებრძოლმა ილია თოფურიამ UFC-ში პირველი შეხვედრა გამართა და ორთაბძოლა მისი გამარჯვების დასრულდა.

მისი მეტოქე მაროკოელი იუსუფ ზალალი იყო, რომელსაც UFC-ში ამ ბრძოლამდე 3 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც სამივე ბრძოლა მოიგო.

პირველი ორი რაუნდი თოფურიას უპირატესობით მიმდინარეობდა. მან მეტოქე პარტერში რამდენჯერმე გადაიყვანა.

მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი დაიღალა, მაგრამ შეხვედრა ღირსეულად დაამთავრა და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებაც მას დარჩა.

აღსანიშნავია, რომ თოფურია გახდა მე-6 ქართველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში გამარჯვებას მიაღწია.

თოფურიას კარიერაში წაგება არ აქვს. მას ჩატარებული 9 ორთაბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს.

Facebook Comments
%d bloggers like this: