ლელოს აქტივისტი „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიმართ მუქარის გამო გამოკითხვაზე დაიბარეს

ლელოს აქტივისტი „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიმართ მუქარის გამო გამოკითხვაზე დაიბარეს.

ქართული ოცნების დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეომიმართვის გამო, საქმე 154-ე მუხლით აღიძრა, „ლელოს“ აქტივისტს დღეს გარდაბნის პოლიციაში 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

რაშად მუსოევი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის მკვლელობას არ აპირებდა და ვიდეომიმართვა მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ჩაწერა. 

მისივე თქმით, ქართული ოცნების მოქმედ დეპუტატს სიცოცხლის მოსპობით იმიტომ ემუქრებოდა, რომ მირზოევი მას „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას სთავაზობდა, 

მუსოევი ამბობს, რომ ვიდეომიმართვა თავდაცვის მიზნით გაავრცელა, რადგან შიშობს, რომ მას „ნარკოტიკს ჩაუდებენ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: