ჟიჟილაშვილმა და სანაიამ მამა კირიონს ჭინკების შაბაში მოუწყეს, ამათ გრიგოლ ხანძთელი რომ დაუსვა, იმასაც დაამცირებენ

Nusagi

ექსპერტი სოსო მანჯავიძე გარეჯის წინამძღვრის, მამა კირიონის ინტერვიუს დროს „ფორმულას“ ჟურნალისტების ქცევას აკრიტიკებს. 

მისი თქმით, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა სასულიერო პირს ნამდვილი „ჭინკების შაბაში“ მოუწყეს.

„დღეს ქართული მედია და მთელი ეს პოლიტიკუმი გამწარებული ამტკიცებენ, რომ დავით გარეჯის საკითხში რომ ახალი გარემოებები აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ შეიძლება გამოიკვეთოს, ეს არის ცუდი. ხომ გახსოვთ ვაჟა ექიმი, ბოლოს რომ აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ იყო და სასაცილო რაღაც იყო. ახლა აიკვიატეს, რომ ივერი მელაშვილი გმირი და წამებულია. ყველა ხომ კარტოგრაფი გახდა ინგა გრიგოლიადან დაწყებული, სანაიათი და ჟიჟილაშვილით დამთავრებული. ყველა საეკლესიო მოღვაწეზე ჭკვიანები არიან. ამათ გრიგოლ ხანძთელი რომ დაუსვა, ან იოანე ოქროპირი, იმათაც დაუწყებენ დამცირებას. კამათს კი არა, დამცირებას. უნდა გავიხსენო ერთი სიბრძნე: კამათი ერთმანეთთან ასწორებს სულელს და ბრძენს. და ეს ყველაზე კარგად იციან სულელებმა. ამათთან ლაპარაკი არ შეიძლება საერთოდ, ამათ გოგირდი უნდა აუხრჩოლო. ის, რაც გააკეთეს ჟიჟილაშვილმა და სანაიამ, პირდაპირ ჭინკების შაბაში იყო“,-განაცხადა მანჯავიძემ „სალტეს“ ეთერში. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: