რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და 21-ე პროცენტს დაიმატებს თუ არა, არსი არ იცვლება – მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯის საქმეზე

„დავით გარეჯის უდაბნო ყოველთვის საქართველო და ქართული მონასტერი იყო“,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს.

„ეს ყოველთვის ქართული მიწა იყო და არავითარი მცდელობა, რომ ვიღაცას გადავაბრალოთ ახლა, რომ რუკა დამალა, ვიღაცამ ფული აიღო, არაფერი აქედან არ გამოვა. ეს არის პირდაპირი აგრესია, მე ასე ვხედავ

ასე წერია სახარებაში: არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს, ცოტა დრო გავა და ყველანი ყველაფერს გავიგებთ. დავით გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა. დავით გარეჯელი ჩამოვიდა სირიიდან და შექმნა ეს საოცარი საუნჯე, ეს საოცარი სამყარო და ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს.

რაც შეეხება რუსეთს, ეს ახლა ახალი ამბავი არავისთვის არ არის, რომ მეზობელი სახელმწიფოა, რომელსაც ინტერესი აქვს საქართველოში და საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, 21-ე პროცენტს კიდევ დაიმატებს თუ არა, არსი არ იცვლება“,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: