სამეგრელოში კერძო კლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ზუგდიდში, ფოთში, სენაკსა და ხობში.

ახალი შემთხვევების ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, ნაწილის ინფიცირების წყარო კი, უცნობია.

ცნობილია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა კერძო კლინიკის ექიმს, რის გამოც პერსონალის ნაწილი თვითიზოლაციაშია. კლინიკა ფუნქციონირებას არ წყვეტს.

ვირუსი დაუდასტურდა ბანკის თანამშრომელსაც.

ინფიცირებულებს შორის 3 ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია.

სულ რეგიონში 221 ინფიცირებულია. პაციენტებიდან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ბოლო 24 საათში სამეგრელოში 4 ინფიცრებული გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: