სოფელ სქურის ტყეში დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის ტყეში დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ის ხევში იყო გადავარდნილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, 61 წლის კაცი, ტყეში მთის მოცვის საკრეფად იყო წასული, სავარაუდოდ, მას მოცვის კრეფვისას ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა. გარდაცვლილი წალენჯიხის სოფელ ჯგალის მკვიდრია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: