ავსტრალიის ეროვნული სამედიცინო სააგენტო – Covid 19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება 28 დღის განმავლობაში შეუძლია

Covid 19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება ტელეფონის ეკრანებზე, ბანკონტებსა და სხვა ნივთებზე 28 დღის განმავლობაში შეუძლია, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავსტრალიის ეროვნულ სამედიცინო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერების მტკიცებით, კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსს სხვადასხვა ზედაპირზე დარჩენა იმაზე დიდხანს შეუძლია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. წინა ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი ბანკნოტებსა და მინაზე ორი ან სამი დღის განმავლობაში, ხოლო პლასტიკურ და უჟანგავ ფოლადზე ექვი დღე შეეძლო გაჩერება.

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვირუსი განსაკუთრებით მარტივად საუბრის დროს ახლო კონტაქტით, დაცემინებისა და დახველების შედეგად ვრცელდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: