დღეს თბილისში, გარდა 3 ბაღისა, სააღმრზდელო პროცესი განახლდება

დღეიდან საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განახლდება.

თუმცა უკვე ცნობილია რომ თბილისის 183-ი ბაღიდან ოთხი: 36-ე 53-ე, 89-ე და 99-ე ბაღი ფუნქციონირებას ვერ აღადგენს. მიზეზად პერსონალის კოვიდ ინფიცირებულებთან კონტაქტი სახელდება. თანამშრომლები თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე სააღმზრდელო პროცესი დღეს არ განახლდება აჭარის რეგიონსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. იმ ბაღებში კი, რომლებიც დღეიდან იხსნება, პატარებს და მშობლებს სიახლეები ელით.

ახალი რეგულაციების მიხედვით განისაზღვრა ბაგა-ბაღში ბავშვის მიყვანისა და გაყვანის წესი. მათ ყოველდღიურად ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. ამასთან, შეიცვალა ბაღებში სათამაშოების გამოყენების წესიც. კონკრეტულად, აღარ გამოიყენება ისეთი სათამაშოები, რომლებიც გარეცხვას ან დეზინფექციას რთულად ექვემდებარება.

Facebook Comments
%d bloggers like this: