ეკატერინე ტიკარაძე – დედაქალაქის მიმართულებით დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა გადაწყდეს, რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება და ასევე სოციალური დისტანცირება, რადგან დედაქალაქში საგრძნობლად მომატებული რიცხვია, რაც მისი თქმით, საყურადღებოა.

„დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, არის პირბადეების გამოყენება. ამ მიმართულებით ვთვლით, რომ გავამკაცრებთ ღონისძიებებს. რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ნომერ პირველ გადაწყვეტას ამ პრობლემის მოგვარების. ვინაიდან ჩვენ ვითვალისწინებთ ქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს. მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილისს შორის ყოველივე ამ ღონისძიების გატარების ხარისხი.

დიდ იმედს ვიტოვებთ, დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება იმაში, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში, არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: