გვიჩნდება კითხვები, საიდან აღმოჩნდა გარდაცვლილის ორგანიზმში მედიკამენტები, რომელიც აფთიაქში არ არის შეძენილი

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურაში საქმის მასალებს 4 საათის განმავლობაში ეცნობოდნენ.  ისინი გაეცნენ ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნებს, საიდანაც, მათი თქმით, იკვეთება, რომ ბაჩალიაშვილის მიერ ნაყიდ მედიკამენტებსა და შემდგომში მის ორგანიზმში აღმოჩენილ ნივთიერებებს შორის არის შეუსაბამობა. 

„ზუსტად ის აბები და მედიკამენტები, რომელიც შეისყიდა, აფთიაქში ცდომილებაშია ორგანიზმში აღმოჩენილ მედიკამენტებთან, გვიჩნდება კითხვები, საიდან აღმოჩნდა საერთოდ ის უცნობი მედიკამენტები. ამაზე კითხვებს დავუსვამთ გამოძიებას და მოვითხოვთ დეტალურ პასუხს“,-აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: