როგორ მიიღებენ მონაწილეობას უსახლკაროები აშშ-ს არჩევნებში

Nusagi

კალიფორნიაში სასამართლოებმა გადაწყვიტეს, რომ უსახლკაროებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ხმის მისაცემად იმ ადგილებში, სადაც ისინი მეტ დროს ატარებენ, ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება.

ამ ადგილებში ახლა მოხალისეები მუშაობენ, რომლებიც უსახლკაროებს რეგისტრაციაში ეხმარებიან.

ლოს-ანჯელესის ქუჩებში ათობით ათასი კარავია გაშლილი, სადაც უბინაო ადამიანები ღამეს ათევენ. პანდემიის ფონზე კარვების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, ქალაქსა და მიმდებარე ტეროტორიებზე 66 ათასი უსახლკარო ათევს ღამეს. 

არსებობს აღრიცხვის სპეციალური წესი, რომლის მიხედვითაც, მონაცემების ჩაწერისას, აკრძალულია უსახლკაროს გაღვიძება. თუმცა იმისთვის, რომ ადამიანს ხმის უფლება მიეცეს, საკმარისია, ერთადერთ უჯრაში ნიშნის დასმა. 

„არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს უსახლკაროებს არ აინტერესებთ პოლიტიკა. ეს ტყუილია. ახლა ბევრი ადამიანი კარგავს საცხოვრებელს კორონავირუსის გამო, ისინი ვეღარ იხდიან ბინის ქირას. ამიტომ ბევრი უსახლკარო გახდა , ისინი მხოლოდ მდგომარეობამ აიძულა, ქუჩაში გაათენონ ღამე“,-ამბობს ორგანიზაცოა „ლოს ანჯელესის მისიის“ ხელმძღვანელი. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: