საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა

ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების მართვის ახალ სტილზე გადადის. პროტოკოლში ცვლილება რამდენიმე წუთის წინ შევიდა. მკურნალობის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილური ჯგუფები გააკონტროლებენ.

შეიქმნა 5 კლინიკური ჯგუფი, რომლებიც თითო ინფექციონისტი, რეანიმატოლოგი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შევა. ამ ეტაპზე ერთი ჯგუფი გაემგზავრება აჭარაში, ერთი იმუშავებს თერჯოლაში, 3 კი თბილისში.

მობილური ჯგუფების ძირითადი ფუნქცია მონიტორინგი იქნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები ჩაერთვებიან მკურნალობის პროცესში, მისცემენ ექიმებს რეკომენდაციებს და აუცილებლობის შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზებს გამოიკვლევენ.

„გადავედით უფრო აქტიური მართვის ფაზაზე. მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კლინიკური ჯგუფის გააქტიურება, რათა უფრო აქტიურად მოხდეს პაციენტებზე მონიტორინგი და ეს პროცესი უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს როგორც სამინისტროსთვის, ასე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 867 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments
%d bloggers like this: