საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა

საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიო განათლების კვირეული“ მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა. 

სკოლას წარმატება საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცა.

,,მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება საჩხერის საჯარო სკოლაში სწორედ სწავლა-სწავლების დანერგილი ინოვაციური მიდგომების, უცხო ენებისა და STEM საგნების სწავლების ეფექტიანი მეთოდის აღიარებაა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც სკოლა მსოფლიოს წარმატებულ სკოლებში მოხვდა „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში“ მისი ჩართულობაა. პროგრამა მოსწავლეებს ზოგადი და პროფესიული განათლების ინტეგრირებულად მიღების შესაძლებლობას აძლევს და საქართველოში 700-ზე მეტ საჯარო სკოლაშია დანერგილი. ეს ყოველივე იმის დასტურია, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმა სწორი მიმართულებით ხორციელდება და სრულ თანხვედრაშია განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტთან”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: