უშიშროების საბჭოს სხდომაზე სააკაშვილმა დასვა კითხვა და მიიღო მკაფიო პასუხი, რომ ეს იყო აზერბაიჯანის ტერიტორია, 1938 წლის რუკა არავის უხსენებია

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა რუსთავი 2-ს ინტერვიუ მისცა. მან იმ დოკუმენტზე ისაუბრა, რომელშიც ის წერდა, რომ დავით გარეჯის სალოცავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. ნოღაიდელის თქმით, გამოკითხვა პროკურატურაში სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა.

ნოღაიდელის განცხადებით, პრემიერობის პერიოდში, მისტვის არ იყო ცნობილი სხვა არგუმენტი, თუნდაც ის, რომ არსებობდა რაიმე რუკა, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელი იქნებოდა პრობლემის მოგვარება საქართველოს სასარგებლოდ. 

„მე აქ დიდი სურვილით არ მოვსულვარ, მაგრამ რადგან საზოგადოების დიდი ინტერესია, გავაკეთებ განცხადებებს. ჩემი სურვილია, მაქსიმალურად ავარიდო თავი პოლიტიკურ და პარტიულ კომენტარებს. მე საქართველოს საზღვრების დელიმიტაციას ვიხილავდი მხოლოდ როგორც უშიშროების საბჭოს წევრი. ერთ-ერთ სხდომაზე დაისვა კითხვა, თუ რომელ მხარეს ეკუთვნის საკამათო ძეგლები, საუბარია ბერთუბნის, ჩიჩხიტურის და უდაბნოს სალოცავებზე. მომხსენებლის მიერ პირდაპირ იყო განმარტებული, რომ ეს არის აზრბაიჯანის ტერიტორია. ( მომხსენებელი ალბათ კომისიის წევრი ან ხელმძღვანელი იყო). რაც შეეხება მელაშვილს და ილიჩოვას, მათ საერთოდ არ ვიცნობ და მგონი, საბჭოს სხდომაზე მოწვეულიც არ ყოფილან. მე მათთან არ მიმუშავია“,-აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს საკითხი დეტალურად იყო მანამდე განხილული,.

„სააკაშვილმა დასვა კითხვა და პირდაპირ და მკაფიოდ, ყოველგვარი „თუ“-ს გარეშე მომხსენებლის მიერ ითქვა, რომ ეს სამივე სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა. ვინ იყო მომხსენებელი, ამის დადგენა პრობლემა არ იქნება, ეს დაცული იქნება არქივში. ვერ გეტყვით, რომ ამ პრობლემის მოგვარების მცდელობა იყო, მე იმედი მაქვს, რომ იქნებოდა. ეს იყო ერთადერთი აზრი და უშიშროების საბჭოს არცერთ წევრს უარი არ უთქვამს“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

„რატომ დადგა მაშინ ამ სალოცავების რესტავრაციის საკითხი ასე სწრაფად, არ ვიცი, მაგრამ გავიგე, რომ ჰქონდა კონფლიქტურ სიტუაციებს ადგილი ბერებთან და სწორედ ჩემი წერილიც რესტავრაციას ეხებოდა, რათა არ ყოფილიყო ხელის შეშლა. წერილი ისეა შედგენილი, რომ ვერავინ იტყვის, რომ ამის გამო აზერბაიჯანს ექნება საფუძველი, თითქოს საქართველო უარს ამბობს ტერიტორიებზე. შეიძლება დიდად საამაყო არ არის ეს წერილი, მაგრამ საკმაოდ რთული და დაძაბული იყო ვითარება და სწრაფი ჩარევა იყო საჭირო. არ მახსოვს, ვისი მომზადებული იყო ეს წტექსტი. ამის დადგენაც შესაძლებელია.

​იმ დროს არსად თქმულა, რომ ჩვენ გვქონდა რაიმე საბუთი, ან არგუმენტი, რომელიც მოლაპარაკებების დროს უპირატესობას მოგვცემდა, რომ ეს ტერიტორიები დაგვედგინა. სამწუხაროდ, ერთადერთი პერიოდი, როცა ვიღებთ საჩვენო არგუმენტებს, ეს არის 1938 წელი, რუკები, რომლის შესახებაც მე არასდროს ვიცოდი და მხოლოდ ამ გამოძიების დროს შევიტყვე.

3 წლის განმავლობაში, როცა პრემიერი ვიყავი, არ მსმენია და არ მიმიღია ინფორმაცია, რომ არსებობდა რუკა, მე რომ მქონოდა რაიმე ინფორმაცია, რომ ჩვენ ბევრად მეტი არგუმენტი გვქონოდა მოლაპარაკებების დროს, მას აუცილებლად გამოვიყენებდი და 13 წელი არ დაველოდებოდი. მივიღებდი ზომებს, 

უშიშროების საბჭო სათათბირო ორგანოა და მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო ასეთი გადაწყვეტილებები. მე არ ვიცი, მან იცოდა თუ არა ამ რუკების და სხვა არგუმენტების შესახებ.

ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ ეს იყო აზერბაიჯანის ტერიტორია. იმედი მაქვს, რომ სხვებმაც არ იცოდნენ ამ რუკების არსებობის შესახებ. 

მაშინდელი ჩემი კოლეგების განმარტებები დღეს ცოტათი მანცვიფრებს, განსაკუთრებით, სააკაშვილის. საუბარი, რომ გამოძიება არ უნდა მიმდინარეობდეს, მიმაჩნია, რომ პირიქით, სასწარფოფ უნდა ჩატარდეს გამოძიება და ჩემი პოზიცია გამართლდეს. ჩემთვის მიუღებელია სააკაშვილის გაუგებარი განმარტებები, მე არ ვიცი, ეს რას ემსახურება. 

ჩემთვის უცნობი იყო რუკების საკითხი და ეს არც იყო ჩემი კომპეტენცია. მე უშუალოდ ამ საკითხზე დავალება არ მიმიღია და დეტალურად და კარგად არ ვიცნობ.

გამოძიებამ მომმართა იმის შესახებ, რომ ჩემი პრემიერობის დროს მოხდა წინასწარი შეთანხმება საზღვრებზე. ეს განხილული არ ყოფილა უშიშროების საბჭოზე. არ მახსოვს ასეთი შეთანხმება. ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება“,-აცხადებს ნოღაიდელი. 

მისი თქმით, არ იცის, მივა თუ არა კვალი სააკაშვილამდე.

„მე არავის ვადანაშაულებ ან ვაფარებ ხელს, რადგან ამ საკითხზე არაფერი ვიცი“,-განაცხადა მან. 

„ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გამოძიებისთვის კარგი დრო არ არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნების წინ იქნება, თუ მერე. ამის მიხედვით პოზიციის შეცვლა არ უნდა მოხდეს. ჩემი პოზიციაა, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს გამოძიება და გაეცეს პასუხი. მე არაფერში მჭირდება, რომ ჩემს მიმართ იყოს რაიმე კითხვის ნიშნები.

გამოკითხვის დროს იყო კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა საბაჟო გამშვები პუნქტების შემცირებას. რადგან საქართველოს და აზრბაიჯანს შორის რამდენიმე ათეულ ადგილას იყო მიმოსვლა, რაც ქმნიდა საზღვრის დაცვის პრობლემას და ორივე ქვეყნის ამოცანა იყო, შემცირებულიყო ეს ადგილები. პროტოკოლში ნახმარია ფრაზა: „საზღვრების დელიმიტაცია დემარკაციამდე,“ ვფიქრობ, კიდევ ბევრი დოკუმენტი იქნება, სადაც ნახმარი იყო ეს ფრაზა. სავარაუდოდ, ისინი ნელ-ნელა აღმოჩნდება საქმეში“. 

ერთადერთი, არ მახსოვს მომხსენებელი, თუმცა მისი პოზიცია იყო ერთმნიშვნელოვანი და ძალიან მკაფიო. და დამატებითი დოკუმენტები არავის მოუთხოვია. იმედი მაქვს, ეს საკითხი დეტალურად იყო განხილული პასუხისმგებელი პირების მიერ და მათ 1938 წლის რუკის შესახებ არაფერი იცოდნენ“,-აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: