აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება – ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის ტერიტორიები დილიდან არტილერიის გამოყენებით იბომბება

რაიონებს დილიდან არტილერიის გამოყენებით ბომბავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წუხელ აღდერე-აღდამისა და ფუზული-გადრუტი-ჯაბრაილის მიმართულებებით სიტუაცია დაძაბული იყო და სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს უტევდნენ.

„ჩვენს მიერ განხორციელებული საპასუხო ზომებით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადა,“ – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: