ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულიოზი, მალარია და ჰეპატიტი – კორონა მათ გადაასწრებს

ის მოარული აზრი, რომ მსოფლიოში კორონავირუსი არ არსებობს, რომ ის მოგონილია, გრიპივითაა და მალე გაივლის, არ არის სწორი. ჯერ ერთი, გრიპი სერიოზული დაავადებაა, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსმა უკვე 1 მილიონი ადამიანი შეიწირა და მომავალ გაზაფხულამდე კიდევ ამდენივე დაიღუპება, რაც ტუბერკულიოზის, შიდსის, მალარიისა და ჰეპატიტის მსხვერპლთა რიცხვს აღემატება.

„ის მოარული აზრი, რომ მსოფლიოში კორონავირუსი არ არსებობს, რომ ის მოგონილია, გრიპივითაა და მალე გაივლის, არ არის სწორი. ჯერ ერთი გრიპი სერიოზული დაავადებაა.

კორონავირუსმა უკვე მილიონი ადამიანი შეიწირა და პროგნოზის მიხედვით, მომავალ გაზაფხულამდე კიდევ 1 მილიონი დაიღუპება, აქედან გამომდინარე ეს ვირუსი იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულიოზი, მალარია და ჰეპატიტი. კორონა მათ გადაასწრებს, ამიტომ სერიოზული პანდემიაა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ვაქცინის დამტკიცებამდე ერთადერთი საუკეთესო თავდაცვა არის პირბადე და ყველას ვთხოვ, რომ ის ატარონ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: