დონალდ ტრამპი – კორონავირუსის მკურნალობისას, ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ ვიგრძენი

US President Donald Trump speaks to the press as he makes his way to board Marine One from the South Lawn of the White House in Washington, DC on September 24, 2020. - Trump is on a two-day campaign swing through North Carolina and Florida. (Photo by MANDEL NGAN / AFP) (Photo by MANDEL NGAN/AFP via Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას, ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ იგრძნო. აღნიშნული განცხადება ტრამპმა პენსილვანიაში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩვენ მალე გვექნება ვაქცინა, მკურნალობა და გულწრფელად რომ გითხრათ, სამკურნალო პრეპარატი. დაინფიცირების შემდეგ მე მივიღე რაღაც, წარმოდგენა არ მაქვს რა და ძალიან სწრაფად ვიგრძენი თავი კარგად. მივიღე ის და ვთქვი, რომ თავს ვგრძნობდი როგორც სუპერმენი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, ის თავს უფლებას ვერ მისცემდა თავშესაფარში მჯდარიყო და მოეცადა, რადგან ხალხს უნდა შეხვედროდა.

„მე პრეზიდენტი ვარ და ვერ ვიჯდები სარდაფში და ვერ დაველოდები, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ახლა კი იმუნიტეტი მაქვს. მეუბნებიან, რომ იმუნიტეტი მაქვს. შემიძლია, ჩამოვიდე და ყველას ვაკოცო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: