ილია მეორე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ განსაცდელი, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა. ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველსი ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

პატრიარქის მიმართვის შემდეგ მოსახლეობას ასევე დღესასწაული მიულოცეს ტაძარში მყოფმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„შემთხვევით არ არის, რომ საქარველოში იყო ჩამოტანილი წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი და იგი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, საქართველოში იყო ჩამოტანილი მაცხოვრის კვართი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, საქართველო, ქართველი ხალხი დაძლევს ამ განსაცდელს. მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ხელისუფლებას და ვთხოვ, მიულოცონ მრევლს, ხალხს ეს დღესასწაული“, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

Facebook Comments
%d bloggers like this: