კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისზე მოდის

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 297 თბილისში დაფიქსირდა, 189 – აჭარაში, იმერეთში 150, შიდა ქართლში 12, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთში 9 , გურიაში -6 , სამეგრელო -ზემო სვანეთში- 3 , კახეთში -2 და სამცხე -ჯავახეთში -1.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში შემთხვევები მომატებულია და ახალი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 44%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, ენდელაძის თქმით, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 6362 ახალი შემთხვევიდან 7 ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, იქ 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

“ასევე ჩვენთანაა 2 შესაძლო შემთხვევა, ინფიცირებულის შვილები არიან და სავარაუდოდ, მათაც დაუდასტურდებათ. პაციენტებიდან 4 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა. ასევე, გვყვავს მძიმე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები, მაგრამ ისინი არ არიან მართვით სუნთქვაზე. გვყვავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამჟამად მსუბუქი პაციენტები ნაკლებად გვყავს”, – განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: