კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა

Nusagi

„იუვენტუსის“ წამყვან ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, რონალდუს კოვიდ 19-ის სიმპტომები არ აქვს და იზოლაციაში იმყოფება. იზოლაციის წესების თანახმად, ფეხბურთელი მისი ნაკრების შვედეთის ნაკრებთან დღეს დაგეგმილ მატჩს გამოტოვებს.

„ის ასევე არ დაესწრება „იუვენტუსის“ მორიგ თამაშებს სერია A- სა და ჩემპიონთა ლიგაში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტი გუშინ სხვა ფეხბურთელებმაც გაიარეს და ყველას პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: