ამ რუკის გამოყენება მიზანმიმართულად არ მოხდა და ფაქტობრივად, დაიმალა კომისიისგან

Nusagi

საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა გადაცემა “ქრონიკაში”, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბრა.

მისი თქმით, დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო და არის საქართველოს ტერიტორია.

„1938 წელს, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მიღწეული იყო შეთანხმება საზღვართან დაკავშირებით, შემდგომში არაერთხელ შეიცვალა საზღვარი.
1996 წელს, ორივე მხარემ გადაწყვიტა, აღდგენილიყო 1938 წლის მდგომარეობა საზღვართან დაკავშირებით. ამის მიხედვით, როგორც აღვნიშნე, დავით გარეჯი ისტორიულად და ფაქტობრივადაც წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიას. დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის მიზანი იყო, მოეძიებინა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაედასტურებინა, რომ 1938 წლის შეთანხმების შესაბამისად დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიას. საბოლოოდ, ორი ბრალდებულის ქმედების შედეგად მივიღეთ ის, რომ კომისიამ იმგვარად შეათანხმა დავით გარეჯის და მიმდებარე ტერიტორიის საკითხი, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მოექცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“- აცხადებს პროკურორი.

მისივე განმარტებით, სახეზეა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ მონაცემები შეგნებულად იქნა დამალული, ისევე როგორც შეგნებულად იქნა გამოყენებული არასწორი ინფორმაცია.

„ეს რუკა დავით გარეჯთან მიმართებაში, შეესაბამება ამერიკულ რუკას, გერმანულ რუკას და მოქალაქის მიერ წარმოდგენილ რუკას, რომელიც მოძიებულ იქნა რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე, შეესაბამება რუკას, რომელიც ნანახი იქნა ეროვნულ არქივში და რომელიც ადასტურებს, რომ დავით გარეჯი, უდაბნო და ჩიჩხიტური არის საქართველოს ტერიტორია. ფაქტობრივად, არსებობს 5 რუკა, რომელიც ადასტურებს ამ მოცემულობას. და როდესაც ვსაუბრობთ კარტოგრაფიული მასალის ავთენტურობაზე, ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც შემოწმება უნდა მოხდეს, არის ერთმანეთთან შედარება. ფაქტია, რომ 5-ვე რუკა ადასტურებს დავით გარეჯის, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის საქართველოს ტერიტორიაზე მოქცევას“,-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მისივე თქმით, მოტივთან დაკავშირებით, არსებობს ძალიან ბევრი ვერსია.

„ჩვენს მიერ ხდება ყველა ამ ვერსიის გადამოწმება. არსებობს მტკიცებულებითი ხასიათის მინიშნებები, რომელიც მიუთითებს, რომ შესაძლოა, სახეზე იყოს ბრალდებულთა მიერ კონკრეტული დავალებების შესრულება. ჩვენ ვაგრძელებთ გარკვეულ პირთა სამართლებრივი, ფაქტობრივი ქმედებების შესწავლას. იმის დასადგენად, ხომ არ ჰქონდათ სხვა პირებს კავშირი დანაშაულებრივ ქმედებასთან“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: