ბათუმში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე, 42 წლის პაციენტი გარდაიცვალა

Nusagi

ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა. მას ინფექციის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა და ამის გამო, საავადმყოფოში არ იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ბათუში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დაადასტურა.

„ეს იყო უეცარი სიკვდილი, გუშინ ღამით მას ესაუბრნენ ოჯახის წევრები, ექიმები. სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა თრომბულ გართულებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

საქართველოში ამ ასაკის კოვიდინფიცირებული გარდაცვალება პირველად დაფიქსირდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: