მარინა ენდელაძე: ახლა უკვე ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ

ახლა უკვე ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ, რადგან შეიძლება კონტაქტი მოგვიწიოს, აქედან გამომდინარე აუცილებელია რეგულაციების დაცვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი ქვეყანაში გავრცელდა და ის ეტაპი აღარ არის, რომ პირბადე მხოლოდ სოციუმებში ვატაროთ.

„ქვეყანაში კორონავირუსი გავრცელდა და აღარ არის ის ეტაპი, რომ მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება სავალდებულო, ახლა უკვე ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ, რადგან შეიძლება კონტაქტი მოგვიწიოს, აქედან გამომდინარე აუცილებელია რეგულაციების დაცვა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: