მეგის ქარდავა: მე აუცილებლად დავბრუნდები

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას ეხმაურება და წერს:

„მინდა გამოვეხმაურო ტვ პირველის ეთერში გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებას: “არავითარი მეგისი არსად აღარ დაბრუნდება, წერტილი უნდა დავუსვათ ამას, წარსული აღარ დაბრუნდება”. – არ ვიცი რა იგულისხმა უგულავამ, მაგრამ თუ ის გულისხმობს რაიმე თანამდებობაზე ჩემს დაბრუნებას, მინდა დავამშვიდო იგი და სხვებიც, რომ არანაირ თანამდებობაზე დაბრუნებას არ ვაპირებ და არც არანაირი სურვილი არ მაქვს, ხოლო რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, მე აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ვიყავი, ვარ და ვიქნები: “მუდამ საქართველოს ქომაგი”

რა “საქმეებიც” არუნდა “შეკერონ” ჩემს მიმართ ყველას მოტივი იქნება ერთი: “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, ვინაიდან სხვა მოტივი არც არასოდეს მქონია და არც მექნება. უგულავა კი ყოველთვის “ბიუჯეტის ვირთხა” -დ დარჩება, რომელიც მზადაა ყველა გაწიროს საკუთარი “ტყავი”-ს გადასარჩენად.

ცნობისთვის „ციხის ჯალათად“ ცნობილი მეგის ქარდავა საქართველოში, 10 სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და მსჯავრდებული. ის უკრაინაში 2017 წლის 1 ნოემბერს დააკავეს, როდესაც რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა საზღვრის გადალახვას. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვს.

Facebook Comments
%d bloggers like this: