პოლიტიკა

მე დამაბრალო ის, რის წინააღმდეგაც ვიბრძოდი- საქართველოს ტერიტორიების განიავება..

Nusagi

ივერი მელაშვილის ბედი მაწუხებს და ნატალია ილიჩოვასი, ორი პატიოსანი ადამიანი გამოკეტეს ციხეში ჩემს გამო,-ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს, დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ აინტერესებს, რა ჩვენებას აძლევს მისი მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ ნოღაიდელი.

„ჩემზე მეტად ვის უყვარს საქართველო? ჩემზე მეტად ვინ იცავდა მის ტერიტორიებს? ჩემზე მეტად ვინ გადაიკიდა ყველა, ვისი გადაკიდებაც შეიძლებოდა, საქართველოს ნამდვილი მტერი? მე დამაბრალო ის, რის წინააღმდეგაც ვიბრძოდი- საქართველოს ტერიტორიების განიავება.. საქართველოს სახელმწიფო, კულტურული და რელიგიური სიმბოლოები ჩემთვის არის წმინდათა წმინდა“,-განაცხადა სააკაშვილმა. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,768 ნახვა
%d bloggers like this: