ქალი, რომელიც ახალსოფელში ცხოვრობს, „ნაცმოძრაობამ“ გარდაცვლილად გამოაცხადა

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ზუგდიდის 36-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებულია გარდაცვლილი პირი, სიცრუე აღმოჩნდა.

ადამიანი, ვინც პარტიამ გარდაცვლილად გამოაცხადა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს და ის 83 წლის ნელი ჯაბუაა. ქალბატონმა  გუშინ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული ბრიფინგიდან შეიტყო, რომ „გარდაცვლილთა სიაშია“.

ჯაბუას ოჯახი პარტიის ქმედებას დანაშაულს უწოდებს და სამართლებრივ რეაგირებას აპირებს.

ზუგდიდის 36-ე უბნის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ პენსიონერი ქალი რეგისტრირებულია 36-ე უბანზე როგორც საერთო საარჩევნო, ისე გადასატანი ყუთის სიაში, რადგან ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

ცნობისთვის: გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ “ქართულ ოცნებას” გადასატანი ყუთების სიებში ჯანმრთელი ადამიანები ჰყავს დარეგისტრირებული და მათ შორის ერთი გარდაცვლილია.

postv

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: