iPhone-ის და Android-ის მომხმარებლები სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან

ახალი კვლევის თანახმად, iPhone -ის მომხმარებლები უფრო ბედნიერები, უფრო ექსტრავერტულები, უფრო  გამბედავები არიან, ასევე მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე Android-ის მომხმარებლებს,- კვლევის შესახებ სტატიას „ნიუ იორკ პოსტი“ აქვეყნებს.

iPhone -ის 1000 მომხმარებლისა და Android-ის 1000 მომხმარებელზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის პიროვნებაზე, მის ქცევებსა და შემოსავალზე ბევრის თქმა შეუძლია იმას, თუ რომელ მობილურს ანიჭებს უპირატესობას. 

Slickdeals-ის კვლევის თანახმად, „აიფონის“ მომხმარებლები ორჯერ მეტ ფულს ხარჯავენ საკუთარ ტანსაცმელზე და კოსმეტიკაზე, ვიდრე ანდროიდის მომხმარებლები. „აიფონის“ მომხმარებლების 33 % აცხადებენ, რომ კმაყოფილები არიან თავიანთი ამჟამინდელი სამუშაოთი. ანდროიდის მომხმარებლებში კი, მხოლოდ 20 %-ს მოსწონს თავისი საქმიანობა. 

აიფონის მომხმარებლებს უფრო მეტი მეგობარი ჰყავთ, უფრო ხშირად დადიან სტუმრად და უფრო მეტ ახალ ადამიანთან უწევთ კონტაქტი, ვიდრე ანდროიდის მომხმარებლებს. 

ანდროიდის მომხმარებლების საყვარელი ჟანრია სათავგადასავლო ფილმები. ასევე ტრილერები, აიფონის მომხმარებლებს კი საშინელებათა ფილმები უფრო იზიდავს და რაც ყველაზე უცნაურია, ასევე რომანტიკული ჟანრი.

კვლევის შედეგების მიხედვით, აიფონის მომხმარებლები უფრო მეტად არიან დამოკიდებული თავიანთ ტელეფონზე, ვიდრე ანდროიდის მომხმარებლები. ისინი დღეში დაახლოებით 5 საათს იყურებიან მობილურში და დაახლოებით, 58 ტექსტურ შეტყობინებას გზავნიან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: