არ უნდა იყოს დიდი სხვაობა სად ცხოვრობს ადამიანი: ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთსა თუ თბილისში, მათ თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ

ჩვენ უკან არ ვიყურებით, ჩვენთვის მთავარია ის გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩოხატაურში განაცხადა, სადაც ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე წარადგინეს.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობას მომავალი 4 წლისთვის კონკრეტული გეგმა აქვს, თუ სად რა არის გასაკეთებელი.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვხედავთ, ბოლო წლებში როგორ განვითარდა სისტემური ინფრასტრუქტურა, გზები, გაზის მომარაგება, წყალი, ასევე ვხედავთ, რომ წყალმომარაგებაში ბევრია გასაკეთებeლი. ეს ყველაფერი ჩვენ გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა მოვიყვანოთ ელემენტარულ წესრიგში ისე, როგორც ნორმალურ, კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ ევროპაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ სადმე წასვლა. არ უნდა იყოს დიდი სხვაობა სად ცხოვრობს ადამიანი: ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთსა თუ თბილისში. მათ უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტიციას გეგმავს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: