დღეიდან თბილისსა და იმერეთში შეზღუდვები ამოქმედდება

Nusagi

დღეიდან, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში შეზღუდვები ამოქმედდება.

გუშინ, 15 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. 

კონკრეტულად კი, დღეიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00 საათიდან.

პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების სისწრაფეს შეანელებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: