ექიმებმა ზედმეტად არ უნდა გარისკონ – მინისტრის მოადგილე

აჭარაში კოვიდკარანტიში 41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, ინფიცირებული ქალის გარდაცვალება თრომბოემბოლარულმა გართულებამ გამოიწვია, თუმცა დეტალები კვლევი შემდეგ გახდება ცნობილი. 

მინისტრი მოადგილის განცხადებით, ექიმებმა ზედმეტად არ უნდა გარისკონ და პაციენტი, რომელსაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდება, სასტუმროში არ გაუშვან. 

„მედიცინაში რთულია 100 პროცენტიანი გადაზღვევა რისკების, გამონაკლისი აუცილებლად იქნება და ამისთვის არსებობს ტრენინგები, მთავარია ზედმეტად არ გარისკონ ექიმებმა და ვისაც სტაციონარი სჭირდება, არ მოხვდეს ბინაზე. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, პირველადი დაკვირვებით სახეზე იყო თრომბოემბოლური გართულება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალური სურათი მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი”,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: