თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენონ

Nusagi

თბილისში „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მეტროსადგურებთან ინტესიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეების კონტროლი მიმდინარეობს, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პიბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენადაც მათი მხარდაჭერა და თანადომა ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენონ და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: