განათლება

„კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, თბილისში კიდევ სამი საბავშვო ბაღი დაიხურა

Nusagi

„კოვიდ-19“-ის დადასტურების გამო, თბილისში კიდევ სამი საჯარო საბავშვო ბაღი დაიხურა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ აცნობა.

კერძოდ, დახურულ ბაღებს დაემატა N205, N46 და N113 ბაღები.

შედეგად, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის განახლებიდან, 12 ოქტომბრიდან დღემდე, დაწესებულებების პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დაფიქსირების გამო 23 ბაღია დახურული.

დასახელებული სამი ბაღის გარდა, დახურული ბაღებია: N35, N53, N89, N153, N190, N93, N99, N29, N36, N4, N21, ხუთკუნჭლა, N16, N72, N213, N186, N59, „იმედი“, N216, N160.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,670 ნახვა
%d bloggers like this: